“არ არის საუკეთესო გამოსავალი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მიღების შეწყვეტა” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებებს ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს,  რომ საკითხი მოგვარებადია. “არ არის საუკეთესო გამოსავალი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მიღების შეწყვეტა. ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი. ბატონ თენგიზს არამხოლოდ როგორც პროფესიონალს, პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ეს პრობლემები მოგვარდება. ამის იმედს გამოვთქვამ ნამდვილად. თუ საჭირო იქნება კომიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა ჩვენც ჩავერთვებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონი თენგიზის როლი, როგორც ექიმის, ასევე კლინიკის – ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი,” – აცხადებს ხუნდაძე.

მსგავსი თემები