შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

შალვა კერესელიძე ფრეზეთში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა,შალვა კერესელიძეს პრესსამსახურის ინფორმაციით “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი გეგმები გააცნო და პრობლემები მათგან პირადად მოისმინა.

მოსახლეობამ კი იმ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქალაქეებისთვის  გაკეთდა.

 „ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები ახალი სასწავლო წლიდან ახლად აშენებული საბავშვო ბაღით ისარგებლებენ.დასახლებაში ასევე მოწესრიგდა ნაწილობრივ საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ასევე შეხვდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ოფურეთის, ახალდაბის და სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას.

მსგავსი თემები