პანკისში მომხდარ ძალადობაზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა, ერთს კი, გირაო შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში ჩაცმულობასთან დაკავშირებით მომხდარ ცემის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების განსაზღვრაზე იმსჯელა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკამყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, სამივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ და ერთი დაკავებული არასრულწლოვანი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დანარჩენ ორ დაკავებულს კი, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

პანკისის ხეობაში ძალადობა 8 აგვისტოს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები