კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ხუთი იმპორტირებულია.

გამყრელიძის ინფორმაციით, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.

„დღეს დილის 9:00 საათისთვის 17 ახალი შემთხვევაა დამატებული. სულ ქვეყანაში კოვიდის 1411 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან 17-ია ახალი. 11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს და ლენჯერის კლასტერს, მაგრამ 11-დან ადგილზე მხოლოდ შვიდია დადგენილი, დანარჩენი სვანეთს გარეთ კონტაქტებია.
ასევე, 17-დან ერთი ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარაჩენი ხუთი არის იმპორტრირებული შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. იმპორტირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები