ერთი ოჯახის 6 წევრის ვირუსის წყარო დაუდგენელია – ინფიცირებული ოჯახიდან ერთი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია

თვენახევრის ახალშობილის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.ინფიცირებულები არიან ასევე, მისი მშობლები, 7 წლის ძმა და ბებია-ბაბუა. კორონავირუსით ინფიცირებული თვენახევრის ბავშვი უკვე მესამე დღეა მშობლებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

ახალშობილის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროში მის არც ერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ერთი ოჯახის 6 წევრს ვირუსი 20 აგვისტოს დაუდასტურდა. დღეს კი სტატისტიკა 9 პაციენტით გაიზარდა. მათგან ერთის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

მსგავსი თემები