ფოთში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა – მიზეზი ძალადობაში დადანაშაულება გახდა

ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანების მიყენება სცადა. თამაზ გრატიაშვილმა სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

გრატიაშვილი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, როგორც თავად ამტკიცებს, დაკავების პროცესში სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციაში სარჩელიც შეიტანა.

მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და სარჩელის გამოტანას თხოვენ.

მსგავსი თემები