“სიკეთეები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან” – ზაურ დარგალი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს პროგრესი და განვითარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს 2012 წლიდან, რათა მარნეულსა და გარდაბანში პროგრესი არ შენელდეს

„მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მეძლევა ამდენი საქართველოზე შეყვარებული ადამიანის წინაშე ვიმყოფებოდე. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვარ იმ მუნიციპალიტეტიდან, სადაც სხვადასხვა ერები, რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულის ისტორიულ მაგალითს ქმნიან. მე ამ მუნიციპალიტეტის შვილი ვარ. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, აქ იზრდებიან ჩემი ბავშვები, და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება. მე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თითოეული თქვენგანის წინაშე, რომ ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს პროგრესი და განვითარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ჩვენს ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ერთიან გუნდს, რომ ერთი წლის წინ, საშუალება მქონდა კენჭი მეყარა მერის არჩევნებში. ზუსტად ერთი წელი გავიდა და მე დღეს მაქვს საშუალება და უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვიყო თქვენი ხმა პარლამენტში. მერწმუნეთ მეგობრებო, რომ არა თქვენი უანგარო მხარდაჭერა, თქვენი ნდობა, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვგრძნობდი; ასევე ჩემი უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი რეგიონი განვითარდეს, და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენი გუნდის ღირებულება, მე არასდროს ვიფიქრებდი ამ პასუხისმგებლობის აღებაზე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და სწორედ ამიტომ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, ძალიან ბევრი სირთულე დავძლიეთ“, – განაცხადა დარგალმა.

მისივე თქმით, მარნეულში განხორციელდა და დაიგეგმა ბევრი მნიშვნელოვანი, ინოვაციური პროექტი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ იყო მიმართული.

„ყოველივე ამის გათვალისწინებით, მზად ვარ კვლავ ვემსახურო მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს, ამჯერად უკვე მაჟორიტარი დეპუტატის პოსტიდან, რომ გავხდე თითოეული თქვენგანის ღირსეული ხმა პარლამენტში. „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს 2012 წლიდან, რათა მარნეულსა და გარდაბანში პროგრესი არ შენელდეს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დაგეგმილი ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ განვახორციელეთ ისეთი ისტორიული პროექტები, რომლებიც ვერც ერთი მთავრობისა და ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიყვანეთ გზები ისეთ სოფლებში, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა გზა. მ​ივიყვანეთ წყალი ისეთ სოფლებში, სადაც არასოდეს ჰქონიათ სასმელი წყალი. მარტო, წელს მარნეულში რვა ახალი სკოლა შენდება და ამ სიაში ჩვენ ვართ ლიდერები საქართველოს მასშტაბით. გარდაბანში აშენდა ათეულობით ახალი საბავშვო ბაღი. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანობასა და პროფესინალზმზე მეტყველებს. თუმცა კარგად გვესმის, რომ ჩვენ წინაშე კიდევ უფრო დიდი გამოწვევები დგას, რომელიც ერთად უნდა დავძლიოთ. მეგობრებო, ჩვენ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ მარნეულში, ჩვენ გავიმარჯვებთ გარდაბანში, ჩვენ გავიმარჯვებთ მთლიანად საქართველოში. ერთად ჩვენი სამშობლოს წარმატებისთვის“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მსგავსი თემები