ენზელ მკოიანის ძმის მანქანა ააფეთქეს – დეპუტატის კომენტარი “მედიაცენტრ მთავართან”

რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა ახალქალაქში. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მარდუნ მკოიანის მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დეპუტატი მომხდარს ტერაქტად თვლის და „მედიაცენტრ მთავართან“ პირველ კომენტარს აკეთებს:

„ეს იყო ტერორისტული აქტი, იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ იყო მუქარის ზარები, როდესაც, მითხრეს, რომ ჩამოვცილებოდი  პოლიტიკას, არავის შევხებოდი, თორემ წამართმევდნენ ჩემთვის საყვარელ ადამიანს, 4 დღის შუალედის შემდეგ განმეორდა ზარი, ზარის ინდექსი იყო მოსკოვის, საიდანაც ადამიანი მესაუბრებოდა ისევ რუსულ ენაზე მიმართვა ასეთი იყო: „ოლიგარქ როგორ ხარ, ბიზნესში რომ ხარ და არ იხდი ფულს, უნდა გადაიხადო 5000 მილიონი დოლარი, 15 წელი ციხეში ვიყავი, ახალი გამოსული ვარ თუ თანხას არ გადაიხდი მოგკლავთ და ისევ წავალთ ციხეში,“ – განაცხადა ენზელ მკოიანმა „მედიაცენტრ მთავართან.“

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ენზელ მკოაინის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც დეპუტატის მიმართვა გააჟღერა და აღნიშნა, რომ ენზელ მკოიანის მისამართით პირველი ფაქტი იყო სატელეფონი მუქარა, 20 ივლისს 6 საათზე განხორციელდა, როცა მისივე ინფორმაციით, დეპუტატს დაურეკეს მისსავე მობილურზე და პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე კავკასიური აქცენტით.

შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

მსგავსი თემები