“ქართულმა ოცნებამ” თეთრიწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანის წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მოსახლეობას წარუდგინეს.

დღესვე იგეგმება შეხვედრა მოსახლეობასთან მარნეულში, სადაც მმართველი პარტია მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს.

“სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია, შეუძლია რისკი აიღოს თავის თავზე, გადადგას პირველი ნაბიჯი და გახდეს მეწარმე, იმას უნდა მივეხმაროთ. იმას, ვინც გლეხია და უნდა გახდეს ფერმერი იმასაც უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია.  ასევე სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რასაც ჰქვია სისტემური ინფრასტრუქტურული მიმართულება, როგორიც არის განათლების ინფრასტრუქტურა. გზებიც ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. თეთრიწყაროში, თბილისი გვერდზე გაზიფიცირების რამხელა პრობლემებია თქვენ ძალიან კარგად იცით. მანგლისის გაზიფიცირება დაიწყო ამ ზაფხულს. სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა მილიარდები ჯდება,” – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

გოგი მეშველიანის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება მანგლისის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება. 

მსგავსი თემები