ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ ტრანსპორტირების ნება გასცეს

ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ ტრანსპორტირების ნება გასცეს. ასევე გამოიძოს პოლიტიკოსის შესაძლო მოწამლვა.

ამის შესახებ ვეროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრეკსონფერენციაზე განაცხადა.

„ველოდებით სწრაფ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. თუ დანაშაული დადასტურდება, მათ პასუხი უნდა აგონ. იმედი გვაქვს, რუსეთის ხელისუფლება შეასრულებს დაპირებებს და ბატონი ნავალნის სამკურნალოდ საზღვაგარეთ უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირების ნებას გასცემს, მისი ოჯახის სურვილის შესაბამისად“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

აღსანიშნავია, რომ ნავალნის გერმნაიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი ომსკში დღეს ჩაფრინდა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მძიმე მდგომარეობში ომსკის საავდმყოფოში იმყოფება. მისი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.

მსგავსი თემები