ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება დღეიდან შეაჩერა. მიზეზად კი აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონას ასახელებს.

„ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ/შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები