მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული 25 პირიდან, ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 25 ტესტის ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.

ხვალიდან ლენჯერის თემში მოსახლეობის განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება იწყება. განმეორებით ტესტირება ჩაუტარდებათ დაბა მესტიის მაცხოვრებლებსაც.

ეპიდემიოლოგების დამატებითი ჯგუფები მესტიაში უკვე იმყოფებიან და განმეორებით ტესტირებას ხვალ დილიდან დაიწყებენ.

ამასთან, ხვალიდან იხსნება ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერის თემისა.

მსგავსი თემები