„ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“, საკმაოდ მძიმე წარსული აქვს “ – დავით ჭიჭინაძე

მე მხოლოდ მივესალმები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“   კანდიდატს თუ დააყენებს ისნის რაიონში“ –  ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე თქმით, „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“, საკმაოდ მძიმე წარსული აქვს და ხალს ცვლილებები უნდა. ამასთან აცხადებს იმასაც, რომ კოალიციაში არავისთან შევა.

„ზოგადად, ყველა პარტიას თავისი კანდიდატი უნდა ყავდეს ყველა რაიონში. რადგან, რაც მეტი გემოვნების ამომრჩეველს ექნება სურვილი მოვიდეს და არჩევნებზე ხმა მისცეს,   „ქართული ოცნებისთვის“ მეტი ხმების წართმევის შანსი გვეძლევა. თანაც, როდესაც შენ ხალხს არჩევანს არ აძლევ და პირდაპირ ეუბნები ვინ უნდა აირჩიონ, ადამიანებს პროტესტი უჩნდებათ. მით უმეტეს, ორივე ძალას, „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ , საკმაოდ მძიმე წარსული აქვს და ხალს კი ცვლილებები უნდა. ანუ, ის რომ მე კოალიციაში არცერთ ძალასთან არ შევალ, ამაზე არაერთხელ მითქვამს და ჩემ სიტყვას არ გადავალ. თუმცა შევუერთდები იმ დეკლარაცისა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ხმები უნდა დაიცვას ხელისუფლებისგან. რადგან ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ჯანმრთელი ინიციატივაა.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები