შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა სამმა არასრულწლოვანმა შიმშილობა დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა და ამ ეტაპზე,  3 შიმშილობს. ამის შესახებ არასრულწლოვნის ადვოკატმა განაცხადა.

ბრალდებული არასრულწლოვნების – ზ.ხ. ა.ქ. და ლ.შ. მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ. 

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებულების დაკითხვას სიცრუის დეტექტორზე სახელმწიფო უსაფრთხოების ნებართვა სჭირდება. 

მსგავსი თემები