“გურამ ამირხანაშვილი ტყუის და არა პირველად” – ბექა ნემსიწვერიძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას სიცრუეს უწოდებს, ადვოკატი თვლის, რომ ამირხანაშვილი პროკურატურის მითითებით მოქმედებს.

„თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში, ორი თვის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი? ახლა ის ხსნის ამას იმით, თითქოს აღელვებული იყო, თუმცა, იმ აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში, როგორც თვითონ ამბობს, ამოიცნო ის პირები, რომლებიც იმ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ის ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი საერთოდ და არ არის სანდო ამოცნობის შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ მიზეზს, რომ აღევებული იყო. სინამდვილეში ჩვენი აზრით, ხდება ის, რომ პროკურატურამ გაავრცელა აბსოლუტურად აბსურდული ვერსია და ახლა ისინი თვითონ გახდნენ მძევალი საკუთარი ვერსიის აბსურდულობის და ახლა ცდილობენ მოწმეებს ათქმევინონ ის, რაც სჭირდება ამ ვერსიის გამყარებას და რა თქმა უნდა, ამირხანაშვილის ჩვენება არის არასარწმუნო და ის ტყუის არა პირველად,“ – აცხადებს ნემსიწვერაძე.

ადვოკატის თქმით, გაგნიძე არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში.

„ის არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იქ ჩავიდა, თუმცა, არანაირი შემხებლობა არ ჰქონია არც შაქარაშვილთან და არც სხვა პირებთან გარდა ამირხანაშვილისა, რომელიც მათ ჩამოიყვანეს თბილისში და დატოვეს. იმ მანქანაში მჯდომებს არავის არანაირი შეხება, მათივე ჩვენების თანახმად და იმ პირების ჩვენების თანახმად, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არ ჰქონია.

გამოძიოს ეს პროკურატურამ ვინ დაესხა თავს (შაქარაშვილს), ნაცვლად იმისა, რომ აბსურდული ვერსიები შემოგვთავაზოს და შემდეგ წარუდგინონ ბრალი იმ პირებს, ვინც რეალურად შემხებლობაშია დანაშაულთან ,“- განაცხადა ნემსიწვერაძემ.

მსგავსი თემები