„ეს ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას“ – გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი

„გამოძიების ეტაპზე, ჩვენი მიზანია, რომ მოწმეებმა, რომლებიც მომავალში დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხენ”, – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

„გამოძიების ეტაპზე, ჩვენი მიზანია, რომ მოწმეებმა, რომლებიც მომავალში დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხენ. ეს ხელს უშლის გამოძიებას და ეს პირები უკვე მომზადებული პოზიციებით მოდიან. ტელეფონთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ესაა მორიგი ინსცენირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს. აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას“ – განაცხადა, დავით ყაზარაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ სატელეფონო მიმოწერას, რომელიც მედიაში გავრცელდა, პროკურორი აცხადებს, რომ „ეს არის მორიგი ინსცენირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და რა თქმა უნდა, ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს“.

„აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას და ამ კუთხითაც ჩვენ ამოვიღებთ აღნიშნულ ტელეფონს და ჩავატარებთ ღონისძიებებს, რათა დადგინდეს ვის მიერ იქნა აღნიშნული მიმოწერები განხორციელებული, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ტელეფონი და ის პირები, ვინც იყვნენ ამ ყველაფრის უკან, აგებენ პასუხს. ტელეფონი არის ერთ-ერთი ასეთი ინსცენირებული სიცრუე და პროკურატურას ექნება მკაცრი მიდგომა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას და მსგავსი სიცრუით საზოგადოებაში ისეთი წარმოდგენის შექმნას თითქოსდა, მოწმეზე ხდება ზეწოლა უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან და ა.შ.“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები