პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის შვილია

პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები