“დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის” – ეკატერინე ტიკარაძე

დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, როდის იგეგმება ფრენების აღდგენა.

მისივე თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, როგორი იქნება „კოვიდ-19“-ის გავრცელება სექტემბერში.

„ეს არის გლობალური პრობლემა და იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის ამ მომენტისათვის. გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ განვითარდება კოვიდის გავრცელება სექტემბრის თვეში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები