აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კი, ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 1 235 პირს. ყველა პასუხი უარყოფითია.

ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 25 ინფიცირებული აგრძელებს.

მსგავსი თემები