43 წლის მამაკაცი, რომელსაც ბელარუსში 11 აგვისტოს აქციის დროს ესროლეს, დაიღუპა

43 წლის მამაკაცი, რომელსაც ბელარუსში 11 აგვისტოს აქციის დროს ესროლეს, მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა Tut.by ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქ ბრესტში მცხოვრებ გენადი შუტოვს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. დაღუპული მამაკაცის ნათესავები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აქციის დროს გენადი შუტოვი დაპირისპირებაში ჩართული არ ყოფილა და უბრალოდ ფეხით გადაადგილდებოდა.

წინასწარი მონაცემებით, გასროლა შენობის სახურავიდან მოხდა. გენადი შუტოვს ნათესავები ორი დღის განმავლობაში ვერ ნახულობდნენ. დაშავებული მამაკაცი თავდაპირველად ბრესტის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ვერტმფრენით მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების მისამსართით ცეცხლი მას შემდეგ გაიხსნა, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და არც გამაფრთხილებელ გასროლაზე შეჩერდნენ.

მსგავსი თემები