კორონავირუსის 10 შემთხვევიდან 1 „ლენჯერის კლასტერია“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებული, 3-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა და გახდა 1361. ათიდან ერთი არის ლენჯერის შემთხვევა, ოთხი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ორი შემოტანილი შემთხვევაა, სამის წყარო უცნობია. გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 1098-ს შეადგენს.

„სამი აგვისტოდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 182-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულების რიცხვი გახლავთ 139. დღეს გამოჯანმრთელებულები არ გვყავს, რჩება 1098“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 246 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მსგავსი თემები