საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ ერს ბოდიში უნდა მოუხადოს – სასულიერო პირები

სასულიერო პირები მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საუბედურო ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ერს ბოდიში უნდა მოუხადონ.

როგორც დეკანოზმა დავით ნოზაძემ დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და იმ ოთხმა მოსამართლემ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, ერის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადონ.

“არ არის სწორი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოს ოთხმა მოსამართლემ. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა წყვეტდეს მთელი ერი. მოსახლეობას ვკითხოთ რა ურჩევნია, იყოს მარიხუანის მოხმარება ნებადართული თუ არა, ჩატარდეს რეფერენდუმი. სასულიერო პირები მარტო ეკლესიურად არ ვუდგებით ამ საკითხს, რელიგიური ადამიანი თვითონ ხვდება რომ ეს არის დანაშაული, მაგრამ კაცი, რომელიც არ სცემს რელიგიას პატივს, არის ათეისტი, ან ლიბერალიზმის მიმდევარი, მათთვის არის საჭირო ასეთი კანონები.  ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს ნებადართული. ასე ადამიანი ირყვნება და იღუპება. საუბედურო ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ოთხმა მოსამართლემ”, – აცხადებს დეკანოზი დავით ნოზაძე.

იგი მარიხუანის ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

 

მსგავსი თემები