“სამი დღე ვშიმშილობთ, სამი დღის შემდეგ კი მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა

პროკურატურასთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ ოჯახის რამდენიმე წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. შიმშილობს თავად ბრალდებულიც. მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა.

გარდა ამისა ისინი მოითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს და ასევე მოხდეს ბრალდებულთა დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ დღეიდან შიმშილობის აქციას სხვა ბრალდებულთა მშობლებიც შეუერთდებიან, ორ დღეში კი თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჯერ მშრალ შიმშილობაზე გადასვლას, შემდეგ კი სუიციდს გეგმავს.

“სამი დღე ვშიმშილობთ, სამი დღის შემდეგ კი მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ, მომდევნო სამი დღის შემდეგ კი სუიციდს ჩავიდენ. მოვითხოვ ჩემმა შვილმა და ყველა “ტოიოტა ქამრის” მძღოლმა გაიაროს სიცრუის დეტექტორი. ასევე, ვითხოვ ამირხანაშვილმაც გაიაროს სიცრუის დეტექტორი, იქნებ ის იტყუება,”- აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე.

მსგავსი თემები