უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც

„როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების, ბიზნესის, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ამავდროულად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე.


პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსთავი არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერისა და გაძლიერების ერთ-ერთი ფუნდამენტი.

„დღეს ჩვენ, როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ, იმიტომ, რომ ჩვენ, დღეს, ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თითოეულ სამუშაო ადგილს ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, უკვე, ქვეყანამ, განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა.

მსგავსი თემები