„ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე უნდა აითვისოს თავისი პოტენციალი“ – კახა კალაძე

“რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს” – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნის კახა კალაძემ რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე.

მისი თქმით, რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელს საქართველოში.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებაში და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ “რუსთავის” და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა. ამ შემოქმედებითმა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გასული საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში. დღესაც ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რუსთაველ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში, შევუწყოთ ხელი კულტურული ინდუსტრიების განვითარებას, შევქმნათ რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეები და ცხოვრების ღირსეული პირობები“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები