“ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას” – სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. 

“საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას,” – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი თემები