“ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ვეხმარებით ცესკო-ს მისი ფუნქციის განხორციელებაში” – კელი დეგნანი

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არჩევნების კუთხით იმ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, კიბერთავდასხმები, პანდემიის პერიოდი და ასე შემდეგ, რათა ქართველმა ამომრჩეველმა არჩევნებზე თავისუფლად, უსაფრთხოდ მისცეს ხმა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ცესკო-ში კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნა, USAID​, ამერიკის საელჩოსა და ცესკო-ს დიდი ხნის თანამშრომლობის მორიგი შედეგია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, გამეხსნა კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი. ეს გახლავთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ პატარა ოთახი, იგი დიდად დაეხმარება ცესკო-ს, რათა საარჩევნო პროცესი იქნას დაცული. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არჩევნების კუთხით იმ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, კიბერთავდასხმები, პანდემიის პერიოდი და ასე შემდეგ, რათა ქართველმა ამომრჩეველმა არჩევნებზე თავისუფლად, უსაფრთხოდ მისცეს ხმა. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ვეხმარებით ცესკო-ს მისი ფუნქციის განხორციელებაში, ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე არჩევნები“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ დღეს ცესკო-ს განახლებული სასერვერო ინფრასტრუქტურა გახსნეს.

მსგავსი თემები