„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსიდან მინდია ლავასოღლის ექსტრადიცია განხორციელდა – პენიტენციალური სამსახური

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ექსტრადიცია განხორციელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთ ხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები