„ვეცდებით დროულად დადოს ექსპერტიზამ 6 კითხვის პასუხი“ – ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჰისტოქიმიური კვლევა სისხლჩაქცევების და მაღალი ალბათობით დაკონკრეტდება, რომ სიკვდილამდე დროის ახლო მონაკვეთში უნდა ყოფილიყო ეს დაზიანებები“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

ექსპერტიზა საბოლოო დასკვნებზე პასუხის მოლოდინშია, რაც ალექსანდე გეჯაძის ინფორმაციით დარჩენილ 6 კითხვას უპასუხებს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჰისტოქიმიური კვლევა სისხლჩაქცევების და მაღალი ალბათობით დაკონკრეტდება, რომ სიკვდილამდე დროის ახლო მონაკვეთში უნდა ყოფილიყო ეს დაზიანებები მიღებული.

გონების დაკარგვის შესაძლებლობის და არ შესაძლებლობის საკითხიც შედის ამ საბოლოო დასკვნაში, ეს მოითხოვს დროს და ამიტომ იმ ექვს კითხვაზე პასუხი დღემდე გაცემული არ არის. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ყველანაირად დროულად დაიდება სასამართლო სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნა, 18 დღეში თუ 20 დღეში დაიდო პირველი ექსპერტიზა, სადაც გაცემული იქნა ყველა კითხვაზე პასუხი. გამოძიების შეკითხვებზე გავეცით შუალედური დასკვნა და დარჩენილ კითხვებზე პასუხი ვეცდებით შემჭიდროებულ ვადებში დაიდოს.“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ექსპერტის განცხადებით გიორგი შაქარაშვილი წყალში 3 – 4 დღე იყო:

„რომ ყოფილიყო მარტო გაშეშება და არ ყოფილიყო ლპობითი პროცესები, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ის წყალში იყო დღე ან დღე ნახევარი, არავის არ უთქვამს ეს, რომ გვამს აღენიშნებოდა ლპობითი პროცესები, თქვეს, რომ ლპობით პროცესებს ადგილი არ ჰქონია,კერძოდ – ქალბატონმა გალინამ გვარამიას გადაცემაში, ჰქონია და დახუჭეს თვალები.“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები