“70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია” – თენგიზ ცერცვაძე

“70 წელს გადაცილებული ადამიანი ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა დაავადებების დროს, იყო დაძაბული პერიოდი, თუმცა არც ერთხელ მსგავსი მოცულობის სამუშაო არ შეუსრულებიათ, როგორც ახლა, კორონავირუსის ეპიდემიის დროს.

“იყო დაძაბული პერიოდი, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, შიდსის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით. იყო ღორის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს გაკეთება, ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძემ მარინა ეზუგბაიასა და მარინა ენდელაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

“მე პირადად, კლინიკიდან 3-4 საათზე ადრე ვერ გამოვდივარ. მეორე დრეს, გარდა პაციენტების მოვლისა,  თათბირები, ტელევიზიები და სხვა. არის ასეთი პერსონალი, დაბალი და საშუალო ექიმების პერსონალი. მინდა გამოვყო ორი ქალბატონი, კლინიკური კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე. რაც დაიწყო ჩვენთან პაციენტების შემოსვლა, ეს ქალბატონები, სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში”, – განაცხადა ცერცვაძე.

როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, ვირუსის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 30 დეკემბერს გახდა ცნობილი.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია” – თენგიზ ცერცვაძე”

  1. 10 best hair wave irons

    Sale |check out this site soon responded with a penalty. On weekends, she |check out this

  2. 10 best hair wave irons

    Thanks for the blog post.Much thanks again. Great.