70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის დღეიდან პენსია 250 ლარი გახდა

1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება (ზრდა +30 ლარი), ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.

2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით:

ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის დღეიდან პენსია 250 ლარი გახდა”

  1. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  2. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  3. SMS

    Thanks so much for the blog post.