7 თვის ჩვილის მკველობისთვის მსჯავრდებულის მეუღლე პატიმრობის გარეშე დატოვეს

რამდენიმე თვის უკან, კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნი გოგონას მეუღლე  მიხეილ დვალიშვილი თავისუფალა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და ახალგაზრდა მამაკაცია აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

პატიმრობაში მყოფი გოგონას მეუღლეს ბრალი არასწრულწლოვანთან ქორწინებასა და სქესობრივი კონტაქტის დამყარებისთვის გუშინ წარუდგინეს.

შეგახსენებთ, რომ საშინელი ტრაგედია გორში რამდენიმე თვის უკან მოხდა.  საუბარია მკვლელობაზე, როცა არასრულწლოვანმა დედამ, საკუთარი 7 თვის ჩვილი გაგუდა და სახლიდან გაიპარა.  გოგონას 6 წლიანი  პატიმრობა აქვს მისჯილი.

მსგავსი თემები