წუხელ, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბულთან დაფიქსირდა. როგორც „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მიწისძვრა თბილისის დროით 02:31 დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრას ნგრევა ან სხვა სახის ზარალი არ გამოუწვევია.
02:31 საათზე მიწისძვრა მოხდა
