საბურთალოს რაიონში დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა

საბურთალოს რაიონში სანიტარული ჭრის ღონისძიებები ჩატარდა და დაავადებული ხეების ადგილას, რეკრეაციული ადგილი მოეწყობა, სადაც 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

„თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის  ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც,  250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები