ქობულეთში კორონავირუსი დადასტურდა, ვინც ქობულეთში ისვენებდა, ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს

9-ში, 10-ში და 11 აგვისტოს ვინც ქობულეთში ისვენებდა და კაფე “ჰავანას” სტუმრობდა, ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ. ქობულეთში, კაფეში დასაქმებულ ერთ-ერთ ქალბატონს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, განაცხადა, რომ ინფიცირებულებს საქართველოს მასშტაბით ქობულეთიდან ერთი ადამიანი შეუერთდა, ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც კაფე “ჰავანაში” მუშაობდა და ის თბილისიდან იყო ჩასული.

მისივე თქმითვე, ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. „დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა – ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე “ჰავანა” ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. მაგრამ, 9,10, და 11 აგვისტოს ვინც იმყოფებოდა ამ კაფეში მინდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყვნენ. და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომი ექნებათ მიმართონ კლინიკას,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები