“ოცნებამ” გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა

“ჩვენი ამოცანა არის კეთილდღეობის იმ სტანდარტებთან მიახლოება, რასაც ევროპული სტანდარტები ჰქვია” – ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” დავით სონღულაშვილმა გააკეთა.

“ქართულმა ოცნებამ” გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ დავით სონღულაშვილი წარადგინა. 

“ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას, არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აგრეთვე, დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთი გამოწვევა დაგვისახა წინ ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება. ეს არის თხოვნა და ჩემი დავალება, რომელიც პირველი შეხვედრის დროს მე მოსახლეობისგან მივიღე,”- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მსგავსი თემები