0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური პორტალი ამოქმედდება, სადაც საჭირო იქნება, როგორც მშობლის, ასევე ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და ამის შემდეგ მოხდება 200 ლარის გადაცემა.

“18 წლამდე ყველა ბავშვს ეკუთვნის 200 ლარიანი გასაცემელი. ამ დახმარების მიღების მიზნით, ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე 15 აგვისტოდან იმოქმედებს რეგისტრაციის პორტალი, სადაც მშობელმა უნდა ატვირთოს ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საკუთარი მონაცემები და საბანკო ანგარიში,”- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა თამილა ბარკალაიამ.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს, იუსტიციის სახლს და ლიბერთი ბანკის ფილიალებს.

მსგავსი თემები