დიდუბეში საცხობი აფეთქდა – დაშავებულია ორი ადამიანი

დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ერთი პაციენტი 68 წლის ქალბატონია, რომელსაც სხეულის 25% აქვს დამწვარი, ხოლო მეორე 29 წლის მამაკაცი სხეულის 13%-ის დამწვრობით. 

“ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 2 პაციენტი. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად. ქალბატონი 68 წლის, სხეულის 25%-ის დაზიანებით, მეორე-მესამე ხარისხის სასუნთქი გზების დამწვრობით. დამწვრობა არის სახეზე, ორივე ზედა კიდურზე ცირკულარულად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

მეორე პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია 29 წლის, სადაც სახე და მტევნებია დამწვარი. მას დამწვარი აქვს სხეულის 13%, მეორე-მესამე ხარისხი, მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. ამ წუთებში, მიმდინარეობს მათი ინტენსიური მკურნალობა, მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია,” – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები