ბელაურსში აქციას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით  აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა.

დაღუპული 25 წლის კაცის  დედa მედიასთან აცხადებს, რომ მის შვილს გულის პრობლემები ჰქონდა და დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს.

აქციების დაწყების შემდეგ, ეს მეორე დაღუპული დემონსტრანტია.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებთან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და მათ წინააღმდეგ ტყვიები არ გამოუყენებიათ.

შეგახსენებთ, ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები