მესტიაში სიტუაცია კონტროლირებადია

მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ, შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ დისტრიბუციის მანქანებს. ასევე ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილია სპეციალური კარავი, სადაც ადგილობრივების შემოწმება და თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 სწორედ ლენჯერის თემში დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი ლენჯერში სულ 31 კოვიდ-ინფიცირებულია.

მსგავსი თემები