„უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს“ – გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე

„ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მსგავს კითხვას გავეცი პასუხი. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი – უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ პირველ რიგში გვერდში დგომა“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შაქარაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სწრაფი, ეფექტური და სამართლიანი გამოძიება.

 „გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება და ინსტრუმენტი არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ესე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები