ლევან თოფაძეს არ დაუნახავს, ბუსა ჟვანიას ჰქონდა თუ არა დანა – დაზარალებულის გამოკითხვა

სამართალდამცველები ლევან თოფაძეს გვიან ღამემდე კითხავდნენ. ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულს არ უნახავს, დაკავებულ ჟვანიას დანა ან სხვა ბასრი საგანი ჰქონდა თუ არა.

ადვოკატი გიორგი ანთაძე ამბობს, რომ დაპირისპირებამდე თოფაძისა და ჟვანიას სატელეფონი საუბარი ჰქონდათ, რა დროსაც იკამათეს.

„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, თუმცა, ასევე განმარტა, რომ დაა ან მსგავსი საგანი მას პირადად არ უნახავს. ის ბუსა ჟვანიას მხოლოდ მისალმებით იცნობდა, სხვა შეხება არ ჰქონია. დაპირისპირება დაიწყო სატელეფონო საუბრის შედეგად, როცა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. რაც შეეხება ჟვანიას დაზიანებას, ამის შესახებ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არაფერი იცის და კატეგორიულად უარყო, რომ მას ბუსა ჟვანიასთვის რაიმე დაზიანება მიეყენებინა,“- განმარტავს ადვოკატი.    

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია.  

მსგავსი თემები