„ყალიბდება ლარსის კლასტერი“ – ამირან გამყრელიძე

„დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ, ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განცხადა.

მისივე თქმით, ხუთი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა.

„დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული. იქ არის ხუთი შემთხვევა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა, რომ სწრაფად მოხდეს ლოკალიზება ეპიდაფეთქების. დაინფიცირების პირველწყარო დაახლოებით ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები