„ძიება არის აბსურდული, რადგან ჩიქოვანი იქ არ ყოფილა მკვლელობის დროს“ – ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ბრალი არის დაუსაბუთებელი და ვარაუდის საფუძველიც არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქ მონაწილეობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თემურ მაისურაძემ განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ ძიებას მტკიცებულებები არ აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასაკავებლად. ჩიქოვანი ქრონოლოგიურად ყვება ვახო ჩიქოვანს დაბადების დღეზე მისვლის დეტალების შესახებ:

„მხოლოდ ეს საკმარისია, რომ ძიება არის აბსურდული, რადგან ჩიქოვანი იქ არ ყოფილა მკვლელობის დროს, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად საერთოდ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორად.

ვახო ჩიქოვანი ჩავიდა იქ გვიან იმ დაბადების დღეზე, შემდეგ ჩიქოვანი სცემეს,ის იყო დასუსტებული და ნაცემი, ჩიქოვანი, მე ვნახე მასალა და კადრები და ვერავინ ვერ მაჩვენებს ასეთი კადრი არ არსებობს, რომ გამოეკიდა ვახო ჩიქოვანი და დაეწია შაქარაშვილს. მე ვადასტურებ ამას მოწმეების ჩვენებებით, ნახალოვკელები შაქარაშვილს არ დაწევიან , საერთოდ არ უნახავთ შაქარაშვილი.“ – აღნიშნა მაისურაძემ„მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულის ჩვენებებსაც:

„თქვენ როგორ გგონიათ კაცი მოკლეს, გადააგდეს მისი მეგობარი ამირხანაშვილი წამოიყვანეს იქიდან და მშვიდად გამოიყურებოდნენ, არაფერი არ ეტყობოდათ, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მასალა იქ მსგავსი არაფერია, რომ ის მისდევს შაქარაშვილს, ის დარჩა ავტომანქანასთან, იქ იყო სხვა არასრულწლოვანიც,” – განაცხადა მაისურაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები