“სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას საზარელი დანაშაული” – რატი იონათამიშვილი

  •  

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა: 

„ფაქტია, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას ეს საზარელი დანაშაული და კანონის წინაშე მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი.

ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო და მხოლოდ ადამიანების პირად ტრაგედიებს არის ამოფარებული, უამრავი ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ, რასაც დღეს ერთი ბრიფინგით დაესვა წერტილი. თუმცა, ამის უკან ჩვენი სამართალდამცავებისა და ექსპერტების მუხლჩაუხრელი მუშაობა და პროფესიონალიზმი დგას.

არ გამიკვირდება, თუ ეს რადიკალები, ბრალდებულების ადვოკატებთან მოკავშირეობით, კვლავ ეცდებიან ამ პროცესების დაზიანებას. თუმცა, არც ეს და არც სამართალდამცველთა დისკრედიტაცია არავის გამოუვა,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები