“5-მა პირმა ჩაიდინა გიორგის განძრახ მკვლელობა” – მირიან ნიკოლაძე

„დღეს დღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ოჯახისთვის, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა“ – ამის შესახებ განაცხადა გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ოჯახი თვლის რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულნი არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

„ოჯახი თვლის რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულნი არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სსსკ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრზე. მოგეხსენებათ ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება მძღოლთან დაკავშირებით და არ ვიცოდით ზუსტად რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვინაიდან ცოტა სპეციფიური ამპლუა იყო მოცემულ შემთხვევაში, ვგულისხმობ დროს და ამ განვლილ ქრონომეტრაჟს. ამიტომ საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ხუთმა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღეს დღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ოჯახისთვის, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული უკვე დაკმაყოფილებულია“, – მირიან ნიკოლაძე.      

მსგავსი თემები