“ტოიოტა ქამრის” მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ

  •  

გიორგი საქარაშვილის საქმეზე “ტოიოტა ქამრის” ავტომობილის 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა. აღნიშნულ 5 პირს შორის არის ორი არასრუწლოვანი.

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს  – ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

მსგავსი თემები