გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს სავარაუდოდ ბრალი დაუმძიმდება – პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

დღეს 14:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პროკურატურა უკვე ბრალდებულ 5 პირს, სავარაუდოდ, ბრალს დაუმძიმებს და  მათ ბრალდებას განზრახ მკვლელობის მუხლი

ცნობილია, რომ პროკურატურამ ამჯერად 14 კითხვა გაუგზავნა ექსპერტებს. ცნობილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში 3 დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. კახა ერისთავი, რომელიც ოჯახის თხოვნით თავიდანვე მონაწილეობდა ექსპერტიზაში, ასევე ჩაერთნენ: დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე და ასევე ნევროლოგი მანჯგალაძე. ექსპერტებმა დასკვნა უკვე დადეს და ძირითად 10 კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს. ექსპერტიზის დასკვნამ გაამყარა არსებული ვარაუდი და ის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში. სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება “ტოიოტა ქამრის” იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს. ძველ ბრალდებასთან ერთად განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდება ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვან ზ.ხ-ს, ა.ქ-ს და არჩილ გაგნიძეს. სავარაუდოდ, ამ მძიმე ბრალდებას გადაურჩება “ტოიოტას” მძღოლი, რადგან ცნობილია, რომ ის გაქცეულ ბიჭებს არ გაკიდებია და მანქანასთან დარჩა.

მსგავსი თემები