„რისკები იზრდება, საფრთხეც უფრო მაღალია“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

“სკოლების გახსნაც რისკებს ზრდის, ისევე, როგორც საზღვრების გახსნა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

ინფექციონისტი შემთხვევების ზრდას ვარაუდობს და მთავარ რეკომენდაციად კვლავ ჰიგიენის დაცვას გასცემს. ლიკა მუმლაძე ფიქრობს, რომ სწავლის სეზონის განახლება შემთხვევების მატებას გამოიწვევს:

„აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. რისკები იზრდება საფრთხეც უფრო მაღალია, სკოლების გახსნაც რისკებს გაზრდის, ისევე როგორც საზღვრების გახსნა, ძალიან მნიშვნელოვან იქნება რეკომენდაციების დაცვა. ვფიქრობ, რომ იქნება საკმაოდ რთული სამუშაო, იქნება გაზრდის მომართვიანობა კლინიკებში, ამიტომ პრევენციას აქვს დიდი მნიშვნელობა.“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

ლიკა მუმლაძე სეზონურ ვირუსებზეც ამახვილებს ყურადღებას და მოსახლეობას მოუწოდებს ჩაიტარონ აცრები, რათა არ მოხდეს ორი ვირუსის თანხვედრა:

„ყველა უნდა აიცრას გრიპის ვაქცინაზე, ეს მნიშვნელოვნად დაგვიცავს სეზონური ვირუსისგან,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები