ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში „კორონავირუსის“ კიდევ 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

ჩატარაებული ტესტირების შედეგად,  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანიდან ცხრას  „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

მსგავსი თემები